საქართველოსიახლეები

ტრანსგენდერის გამო წაკამათებული “მარშელები”

ლევან ვასაძესთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აქტივისტების ჯგუფი „ალტ ინფო“ მზად არის ფინანსურად დაეხმაროს ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავის დაწვა სცადა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლევან ვასაძის თანამოაზრემ, კონსტნატინე მორგოშიამ დაწერა.

„ჩვენ, ალტ-ინფო ჯგუფი ამ პანდემიის დროს ბევრ ადამიანს, სტრუქტურას, თუ ორგანიზაციას დავეხმარეთ.

ამიტომ, თუ ვინმე ითავებს ამ ადამიანის დახმარებას და დაწერთ ანგარიშის ნომერს…

მიუხედავად ჩვენი რადიკალურად განსხვავებული შეხედულებებისა, მზად ვართ, ფინანსურად დავეხმაროთ ამ განსაცდელში მყოფ პიროვნებას“. – წერს ლევან ვასაძის თანაგუნდელი კონსტანტინე მორგოშია.

აღნიშნულ ინიციატივას, ასევე სოციალურ ქსელში, “ქართული მარშის” მეორე ლიდერი სანდრო ბრეგაძე გამოეხმაურა, რომელმაც ზემოთმოყვანილი სტატუსის გამო აღშფოთება ვერ დამალა და სავარაუდოდ, ლევან ვასაძესთან და მის თანამოაზრეებთან თანამშრომლობას “ყალბი ერთიანობა” უწოდა:

”მე ნუ მწერთ. არ ვარ ვასაძის ქმედებებზე პასუხისმგებელი. ამიტომ გამოვიდეს ლევან ვასაძე და აგვიხსნას თუ რა თანხებს ურიცხავს ტრანსგენდერებს დასახმარებლად !!! უამრავი აღშფოთებული წერილი მომდის და ყველას მინდა გიპასუხოთ – ლევან ვასაძე არის ლევან ვასაძე, სანდრო ბრეგაძე არის სანდრო ბრეგაძე, ამიტომ მე მის ლგბტ-თვის გადარიცხულ ფულზე პასუხს ვერ ვაგებ. მეც თქვენსავით დღეს გავიგე ეს ინფორმაცია. ამიტომ თქვენსავით მეც ველოდები განმარტებას !!! ბოლოს ერთს გეტყვით – ამიტომ არ მჯერა ამ ყალბი ერთიანობის !!!” – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button