ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებული ინფორმაცია ყალბია
დედაქალაქში ტრანსპორტის შესზღუზვასთან დაკავშირებული ინფორმაცია ყალბი ამბავია.
ჰერეთთან, ყველა შესაბამის სამსახურში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
დილიდან, სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს 4 ნოემბრიდან შესაძლებელია, ავტობუსითა და სამარშრუტო ტაქსით გადაადგილება შეიზღუდოს და ასევე გაჩერდეს მეტრო.
ამ დრომდე აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს თბილისის მერია და საქართველოს მთავრობაც.
დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3382 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5389 პირი.
ოქტომბერში, საქართველოში, COVID19-ით 1099 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 4 აპრილიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსით ჯამში 10 045 ადამიანია გარდაცვლილი.
ბოლო 24 საათში ვირუსს ქვეყანაში 42 ადამიანი ემსხვერპლა.
სექტემბერში, COVID19-ით 1494 ადამიანი გარდაიცვალა.