მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

წაჩხურის მონასტერში პოლიციაა მობილიზებული

მარტვილში, წაჩხურის მონასტერში,სადაც მთავარანგელოზობას აღნიშნავენ,პოლიციაა მობილიზებული.

წირვას მეუფე სტეფანე აღავლენს, რომელიც მონასტრის ტერიტორიაზე მხარდამჭერებთან და ჩოხოსნებთან ერთად მივიდა.

მას ადგილზე განკვეთილი ბერები პროტესტის ნიშნად შეძახილებით დახვდნენ.

“კაცი, რომელიც არის ცრუ, მატყუარა და ეპისკოპოსობის განცდით მოსული, წირვას ატარებს. მას არც ერთი ადგილობრივი არ ჰყავს, თვით ადგილობრივი სამღვდელოებაც არ ამოჰყვა, არც ერთი ადამიანი ამას არ იღებს აქ, „კაზაკები“ რომ ჰყავს მოყვანილი. ყველა მოსული ხალხია, არ ვიცნობთ ამ ხალხს. მოსულები არიან იმისთვის, რომ თავიანთი ძალა აჩვენონ, რომ უშიშროება, მილიცია სამთავრებო განცდა მათ მხარს უჭერს და ძალას გვაჩვენებენ. ეს არ არის ქრისტიანობა და ეს არ არის მართლმადიდებლობა”,-ამბობს მამა ათინოგენე.

მეუფე სტეფანემ სამონაზვნე და სასულიერო დასიდან რამდენიმე სასულიერო პირი სრულად განკვეთა.

მსგავსი პოსტები

Back to top button