მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომიკრონის პირველი შემთხვევა უკრაინაში უკვე დაფიქსირდა

ახალი შტამის გამოჩენის გამო მინიმუმ 70 ქვეყანამ დააწესა გამკაცრებული რეგულაციები ან ჩაკეტა საზღვრები აფრიკის რიგი ქვეყნებიდან შემომსვლელებისთვის

“ომიკრონი” უკვე უკრაინაშია. როიტერის ცნობით ინფიცირებული ქვეყანაში არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ჩავიდა, სადაც ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება.

პაციენტს ამ ეტაპზე მკურნალობას გადის და დგინდება მასთან კონტაქტში მყოფ პირთა წრე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ორგანიზაციის ვებგვედზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი „დელტასთან“ შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც დაავადების შემთხვევები 1,5-3 დღეში ორმაგდება.

მათივე ცნობით, ჯერ კიდევ შეზღუდულია მონაცემები „ომიკრონის“ კლინიკური სიმძიმის თაობაზე.

რა უნდა იცოდე ომიკრონის შესახებ?

SARS-CoV-2 ვირუსის ახალი შტამი B.1.1.529 პირველად გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში 8 ნოემბერს აღებულ ნიმუშში, საერთაშორისო ანგარიშგება ჯანმო-ში მოხდა 24 ნოემბერს, ხოლო 26 ნოემბერს მიენიჭა ვარიანტს შეშფოთების სტატუსი (VOC) და დაერქვა ომიკრონი[1]. ჯანმო-ს მიერ ყველაზე სწრაფად, 2 კვირის ფარგლებში მიენიჭა აღნიშნული სტატუსი.

შტამის გამოვლენას დაემთხვა ახალი შემთხვევების მატება ქვეყანაში. შტამი ასევე აღირიცხა 11 ნოემბერს ბოცვანაში აღებულ ნიმუშში.

აღმოჩენის მიუხედავად, მაღალია ალბათობაა, რომ შტამი ამ ქვეყნებში არ წარმოქმნილა და მათი სექვენირების მაღალი პოტენციალის გამო მოხდა პირველი იდენტიფიცირება.

2 კვირაში სამხრეთ აფრიკაში, იმ რეგიონში, სადაც დადგენილია მუტირებული შტამი,  ჰოსპიტალიზაციის სიხშირე გაიზარდა 3-ჯერ, ხოლო ტესტირების დადებითობის მაჩვენებლმა 1%-დან 10.2%-ს მიაღწია. ბოლო 24 სთ-ში ეს მაჩვენებელი 16.4%-მდე გაიზარდა. შტამის აღმოჩენას უკავშირდება დაინფიცირების რიცხვის მატება ახალგაზრდებში, 35 წლის ქვევით,განსაკუთრებით სკოლის ასაკის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს კოჰორტა ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად ვაქცინირებულია და მეტად სოციალურად აქტიური. ასევე გაზრდილია ჰოსპიტალიზაცია 20-44 ასაკობრივ ჯგუფში, ისევე როგორც 2 წლის ქვევით ბავშვებში. ახალი შტამი ქვეყანაში სექვენირებული ნიმუშების 74%-ს შეადგენს და თითქმის ჩაანაცვლა დელტა შტამი.

ახალი შტამი აღმოჩენილია ჯანმო-ს 5 რეგიონში. 2 დეკემბრისთვის დადასტურებული შემთხვევები 27 ქვეყანაშია აღრიცხული: გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, გერმანიაში (აღირიცხა პირველი შიდა გადაცემა), ავსტრიაში, ჩეხეთი, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, შვედეთში, ესპანეთში, დანიაში, ბელგიაში, შოტლანდიაში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, ისრაელში, კანადაში, ჰონგ კონგში, ავსტრალიაში, იაპონიაში, აშშ-ში (კალიფორნია), საუდის არაბეთში.

ახალი შტამის გამოჩენის გამო მინიმუმ 70 ქვეყანამ დააწესა გამკაცრებული რეგულაციები ან ჩაკეტა საზღვრები აფრიკის რიგი ქვეყნებიდან შემომსვლელებისთვის.

ამ ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების მიმდინარეობა მსუბუქიდან მძიმემდე ვარირებს, თუმცა ტიპიური სუნისა და გემოს დაკარგვა ნაკლებად აღინიშნება. ამ დრომდე არ აღრიცხულა აღნიშNული შტამით გარდაცვალების შემთხვევა.

სიტუაცია ფასდება როგორც მაღალი რისკის მქონე. საფრთხეებს შორისაა

  • გადადების მომატებული უნარი;
  • დაინფიცირებისას კრიტიკული მიმდინარეობა;
  • მკვეთრად გაზრდილი რეინფიცირების შესაძლებლობა.

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება.
ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.
აღნიშნული ქვეყნებია:
სამხრეთ აფრიკა
ბოცვანა
ზიმბაბვე
ნამიბია
ლესოტო
ესვატინი (სვაზილენდი)
მოზამბიკი
მალავი
14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.
საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.
გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და ის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.

ვროკავშირმა „ბიონტექსა“ და „ფაიზერს“ კორონავირუსის ახალ „ომიკრონის“ შტამზე ადაპტირებული ვაქცინის დიდი პარტია შეუკვეთა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ჩვენი კონტრაქტები ითვალისწინებს, რომ კომპანიები 100 დღის განმავლობაში საჭიროებისამებრ შეიმუშავებენ ადაპტირებულ ვაქცინებს. წევრი-ქვეყნები შეთანხმდნენ ადაპტირებული ვაქცინების 180 მილიონი დოზის პირველი ტრანშის გაშვებაზე, ჩვენი, რიგით მესამე კონტრაქტის მიხედვით, BioNTech/Pfizer-თან“, – განაცხადა ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერზე“.

ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის შემდეგ ფონ დერ ლაიენმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საერთო ჯამში, გერმანულ კომპანიასთან და ამერიკულ კონცერნთან დადებული კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე ვაქცინის 1,8 მილიარდი დოზის მიწოდებას ითვალისწინებს.„ვიცით, რომ „ომიკრონი“ ჩვენთვის რეალური საფრთხეა“, – განაცხადა მან.

ევროპული კომისიის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი უკიდურესად სწრაფად ვრცელდება და აგრეთვე არის საშიშროება, რომ „ომიკრონმა“ ნაწილობრივ გადალახოს აქამდე არსებული ვაქცინების დაცვის მექანიზმი.

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკური სექტორი, როგორც მკურნალობის გაიდლაინებით, ასევე საწოლფონდით მზადაა, რომ „ომიკრონის“ შტამს გაუმკლავდეს.

ეკატერინე ტიკარაძე

„ჩვენ ჯერ ველოდებით ლუგარის პასუხს. მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ მტკიცებულებაზე დაყრდნობილ პასუხს, არის თუ არა „ომიკრონი“ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მივმართავთ იმ ღონისძიებებს, რა პრაქტიკაც აქვთ იმ ქვეყნებს, სადაც „ომიკრონი“ დადასტურდა. კლინიკურ სექტორს რაც შეეხება, ისინი მომზადებულები არიან როგორც მკურნალობის კუთხით არსებული გაიდლაინებით, ასევე საწოლფონდით, რომელიც ამ გამოწვევას გაუმკლავდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის არსებული სისტემა მზადაა რთულ ვითარებასაც გაუმკლავდეს.

„ჯანდაცვის სისტემა იყო საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, პანდემიის დასაწყისში, ვინაიდან არ გვქონდა საკმარისი მზაობა ამისთვის. გამოვიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი, თუმცა, დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მართვა ავტომატურ რეჟიმზეა, ვინაიდან, ყველა ის რგოლი, რომელიც უნდა ზრუნავდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ეფექტურად მუშაობს. აქ ვგულისხმობ ტესტირების პროცესის შედეგებს, ტესტირების შემდეგ იდენტიფიცირებული პაციენტების მართვას როგორც ონლაინკლინიკების მხრიდან, ასევე მათ გადამისამართებას იმ შესაბამისი სირთულით, რომელშიც პაციენტი იმყოფება – ჰოსპიტალურ სექტორში ან სასტუმროში. სასწრაფოს სისტემაც ასევე აწყობილია. ჩვენ არ გვაქვს დაყოვნებული ზარები და აქედან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს, შეძლებს გაუმკლავდეს უფრო რთულ ვითარებასაც კი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

“რესპუბლიკური საავადმყოფოს” კლინიკური ექსპერტის, პროფესორ მაკა ბულეიშვილის განცხადებით, covid 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში, ყველაზე მეტი პრობლემა შეექმნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ვაქცინირებულები არ არიან.

მაკა ბულეიშვილი

ამის შესახებ ბულეიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ცხადია, „ომიკრონის“ საქართველოში შემოსვლა გამორიცხული არ არის. „დელტა“ შტამთან მიმართებით ვიცოდით, რომ ახასიათებს სწრაფი გავრცელება, ამიტომ, უმნიშვნელოვანესი იყო, რომ რეკომენდაციები დაცული ყოფილიყო, ვაქცინაციის პროცესი უფრო მეტი აქტიურობით წარმართულიყო. თუ გავაკეთებთ პარალელს, ახალი კვლევების საფუძველზე, იგივე შევიძლია ვთქვათ „ომიკრონთან“ მიმართებით: ეს არის შტამი, რომელსაც 99%-ით კიდევ უფრო სწრაფი განვრცობადობა ახასიათებს, ვიდრე „დელტა“ შტამს ახასიათებდა.

ამას მობილიზებულები უნდა შევხდეთ. რეკომენდაციები უნდა დავიცვათ. „ომიკრონის“ შემოსვლის შემთხვევაში, ყველაზე მეტი პრობლემა შეექმნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ვაქცინირებულები არ არიან.

“სამწუხაროდ, “ომიკრონი” დომინანტი შეიძლება, გახდეს ძალიან მალე. არ არის გამორიცხული, გათვალისწინებული რეკომენდაციებისა და ვაქცინაციის პროცესის არჩატარების შემთხვევაში, „დელტა“ შტამის ჩანაცვლება “ომიკრონის” შტამით ძალიან მალე მოხდეს. გავრცელების არეალი შეიძლება, იმდენად მაღალი იყოს, რომ შემდგომში მისი მართვაც გართულდეს. აქ ერთი თემაა, შედარებით საიმედო ის, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში სიმპტომების უფრო სუსტად მიმდინარეობა გვაქვს. სიმპტომებია: სურდო, ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურის მატება, კუნთების ტკივილი. ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა სახის ქრონიკული დაავადება აქვთ, შეიძლება, „ომიკრონის“ შემთხვევაში გარკვეული პრობლემები შეექმნათ. გარდა ამისა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლევების საფუძველზე გვაქვს ინფორმაცია, რომ ინფექცია ვაქცინირებულ ადამიანებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.

არ მინდა, ჩვენი თითოეული გამოსვლა რაღაც პანიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული იყოს, ჩვენ სიმშვიდე გვჭირდება იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობამ უნდა გაიგოს – მთავარი რეკომენდაციების დაცვაა. განსაკუთრებით, ამ წინასაახალწლო, დღეებში, როცა მობილობა მაღალი იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში კარგი ეპიდემიოლგიური მდგომაროება არ გვაქვს. უნდა ვეცადოთ, მობილობა შევამციროთ“, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.

ცნობისთვის, „ომიკრონის“ შესახებ ახალი კვლევის შედეგები რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. კვლევა 78 000 პაციენტზე დაყრდნობთ სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა.

“იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანლის, თსსუ- ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, COVID 19-ის ახალი შტამით, ,,ომიკრონით,, დაავადებული 78 000 პაციენტის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული დაავადება ხანმოკლეა, 3-დღეს გრძელდება, პაციენტებს ჰოსპიტალიზაცია ძალიან იშვიათად სჭირდებათ, ვაქცინები ინფიცირებისგან დაცვის თვალსაზრისით არ მოქმედებენ, მაგრამ მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის თვალსაზრისით მუშაობენ.

ივენე ჩხაიძე

„ის კვლევა, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა, მიუთითებს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა ინფიცირების შემთხვევების თავიდან ასცილებალად ეფექტიანია 33 %-ით, მაგრამ მძიმე მიმდინარეობის თავიდან აცილების თვალსაზრისით ძალიან მაღალია ეფექტიანობა – 70 %.

ამ კვლევაში დაფიქსირებულია, რომ ძალიან ცოტაა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა კლინიკური მიმდინარეობა მძიმე იყო და საავადმყოფოში მოხვედრა დასჭირდათ. მაგრამ ერთი მაჩვენებელი, რომელიც ბავშვებისთვისაა ძალიან საყურდაღებო, არის ის, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში ბავშვებში საავადმყოფოში მოხვედრისა და ინფიცირების რისკი ძალიან მაღალია. ინფიცირების რისკი მაღალია, გაცილებით მეტი, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში იყო”, – განაცხადა ჩხაიძემ.

მან „ომიკრონის“ სიმპტომებიც განმარტა.

„ის, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს: არის, თუ არა „ომიკრონი“ კლინიკური მიმდინარეობით მსუბუქი: 78 000 პაციენტის შესწავლის შედეგად გარკვეულად შეგვიძლია, ვთქვათ, რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს ამ მუტაციას და არის თუ არა ზოგადად მძიმე. არ არის მძიმე. დაფიქსირებულია, რომ ამ მუტაციით გამოწვეული დაავადების კლინკური ნიშნები 3 დღის განმავლობაში გრძელდება, 3-დღიანი ავადობა ახასიათებს ძირითადად. ეს არის ყელის ჩაფხაჭვნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავის და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი. ამით მთავრდება ყველაფერი. ანუ ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას”, – განაცხადა ჩხაიძემ.

18 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში „ომიკრონი“ ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ამ დროისათვის ლაბორატორიაში 10-მდე საეჭვო ნიმუშის კვლევა მიმდინარეობს.

აქამდე ნაკვლევმა ნიმუშებმა ქვეყანაში „ომიკრონის“ არსებობა არ დაადასტურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button