რეგიონი
წალენჯიხაში დეპუტატის დისშვილმა ძლიერი დამწვრობა მიიღო
წალენჯიხაში, ჭალე-მუჟავას დეპუტატის ზაზა უბილავას სახლის გვერდით დამხმარე ნაგებობა დაიწვა და მძიმედ დაშავდა მისი დისშვილი.
” 7 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა,ჯერ ზუგდიდშია,თუმცა თბილისში გადაიყვანენ”,-თქვა სოფლის რწმუნებულმა.
“რეანომობილი არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი!
ჭალეში დამხმარე ნაგებობა იწვის.
ამ წუთებში მცირეწლოვანი ძლიერი დამწვრობით ზუგდიდიდან გამოძახებული რეანომობილით მიყავთ.
მთავარია გადარჩა!”,-წერს ვიცე-მერი თამარ ბელქანია.