რეგიონი
წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა და მოვარდნილმა წვიმამ პრობლემები შექმნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და მოვარდნილმა წვიმამ პრობლემები შექმნა.
სოფლებში, ობუჯსა და მიქავაში მდებარე სახლებს ქარმა სახურავები გადახადა.
წაიქცა ხეები, რის შედეგადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები.
შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
სამეგრელოში ამ დროისთვის წვიმს.