რეგიონი

წალენჯიხაში მოსწავლე ველოსიპედით ღელეში გადავარდა და ადგილზე დაიღუპა

წალენჯიხაში,მესამე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ველოსიპედით ღელეში გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, გოგონა ფერდობზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ღელეში გადავარდა და თავი წვეტიან ქვას დაარტყა.

იგი ადგილზე გარდაიცვალა.

ამჟამად ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

გოგონას გუშინ დაბადების დღე ჰქონდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button