წალენჯიხაში პოლიციელებზე თავდასხმისთვის სამი პირია დაკავებული

წალენჯიხაში პოლიციელებზე თავდასხმისთვის სამი პირია დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს ბულვარში 10-მდე პირი მთვრალ მდგომარეობაში სკანდირებდა “ქურდებს სიცოცხლე”,
პოლიციის მანქანის გამოჩენის შემდეგ კი, მათ სამართალდამცველებს შეურაცხყოფა დაიწყეს.
პოლიციელებმა თავდაპირველად არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის გამო, ახალგაზრდებს მოუწოდა დაშლილიყვნენ და შეეწყვიტათ ხმაური.
თუმცა, ისინი მათ არ დაემორჩილნენ.
ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს კი წინააღმდეგობის გაწევა და პოლიციელებზე ფიზიკური თავდასხმა სცადეს.
ამავე ცნობით, სამართალდამცველებს მცირე დაზიანებები აღენიშნებათ და მათ ექსპერტიზა ჩაუტარდათ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.