კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

წალენჯიხის ყოფილი მაღალჩინოსნები საპატიმროს დატოვებენ

წალენჯიხის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და საკრებულოს აპარატის თანამშრომელი მათე ღვინჯილია,რამდენიმე საათში ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციალურ დაწესებულებას დატოვებენ.

ინფორმაციას ადასტურებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი ბესიკ ფარცვანია.

“დიახ,ვესაუბრე ადვოკატს და მათ პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ”,-განუცხადა რადიო თბილისს ფარცვანიამ

შეგახსენებთ, წალენჯიხის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და აპარატის თანამშრომელი გასული წლის 26 ივლისს დააკავეს.

მათ სასამართლო კონტრაბანდული სიგარეტის გასაღებას ედავებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button