წამების ახალი კადრები სოციალური ქსელებით ვრცელდება

ერთ-ერთმა უკრაინულმა ვებ-გვერდმა [tube.ua] (რომელიც ამჟამად საქართველოს ინტერნეტსივრცეში გათიშულია) თითქმის 5-წუთიანი მასალა გავრცელდა, სადაც მამაკაცის სასტიკი წამება, სექსუალური ძალადობა და შეურაცხმყოფელი მოპყრობაა ასახული.  მასალა შეიცავს უმძიმეს კადრებს.როგორც  ვებ-გვერდი მიუთითებს, ვიდეომასალა საქართელოში, სამეგრელოში გადაღებულია და ასახავს თუ “როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით”.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც იგი გამომძიებელს ჩვენებას აძლევს. ვიდეო სრულდება ძმები ახალაიების, მიხეილ სააკაშვილის, გივი თარგამაძის, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფოტოსურათებით, წარწერით, “სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების შედეგი”.

ვებ-გვერდი არ მიუთითებს,  წყაროს რომელმაც მასალა მიაწოდა.

ამ თემაზე შს სამინისტროს განცხადება ჯერ არ გაუკთებია.

სოციალურ ქსელ ფეისბუკის მომხმარებელთა ნაწილი, ვიდეომასალის გავრცელებას დღეს საქართველოში NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებს უკავშირებს, რომლის მიხედვითაც: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართულ ოცნებას” მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა, “ნაციონალურ მოძრაობას” კი – 13%.

გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ამ დრომდე სახელმწიფო სამსახურების მხრიდან ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2012 წელს გააცნო, რის შემდეგაც აღმოჩენილი მასალები სპეციალური დანადგარით, საჯაროდ, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა.

უცნობია, უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებული მასალა, წარმოადგენს თუ არა სამეგრელოს საიდუმლო სამალავში აღმოჩენილ ჩანაწერს ან არის თუ არა ის ნამდვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button