“წამზომი ჩართულია” – ომბუდსმენი ფარულ კადრებზე კამპანიას იწყებს

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელების საქმეზე სახალხო დამცველი სპეციალურ განცხადებას აკეთეს.

უჩა ნანუაშვილი გამოძიების დაჩქარების მოთხოვნით ახალ კამპანიას იწყებს. ომბუდსმენი მთავარი პროკურატურისგან ინფორმაციის გასაჯაროებასაც მოითხოვს.

“წამზომი ჩართულია” – ეს არის სახალხო დამცველის ახალი საინფორმაციო კამპანიის სახელწოდება, რომელიც დღეს იწყება. კამპანიის მიზანია საგამოძიებო ორგანოებმა სწრაფად და ეფექტურად დაადგინონ და დასაჯონ ის ადამიანები, ვინც უკანონოდ მოიპოვეს, შექმნეს და გაავრცელეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები,” – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველის თქმით, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, რომელსაც სახელმწიფომ უნდა უპასუხოს, ვინ შექმნა, მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და როგორ უნდა აღმოიფხვრას მსგავსი შემთხვევების განმეორების რისკი, რაც, მისივე შეფასებით, საზოგადოების ცალკეული წევრის შანტაჟის და მანიპულაციის წარმატებულ პრაქტიკად უკვე ყალიბდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button