რეგიონი

წარწერები და უკრაინის დროშა ალტ-ინფოს ოფისზე

ალტ-ინფოსთან დაკავშირებული კონსერვატიული მოძრაობის დედოფლისწყაროს ოფისზე წარწერები დატოვეს და უკრაინის დროშა დაახატეს.
შემთხვევა ღამით მოხდა, როცა ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ყვითელი საღებავით, უკრაინაში წარმოებული ომის გავრცელებული ფრაზა ოფისის ფასადზე დაწერეს.

დედოფლისწყაროს ოფისის წარმომადგენელი , დემნა კარატიელი, წარწერის ავტორის საკუთარი ძალებით გამოვლენითა და ანგარიშსწორებით იმუქრება.

“თუ პოლიცია ვერ მოიკვლევს აღნიშნულ ვანდალიზმს,არ გამოარკვევს დამნაშავე პირებს და ზარალს არ აანაზღაურებს. ჩვენ ჩვენი ძალებით შევძლებთ პასუხი ვაგებინოთ დამნაშავეებს” – აცხადებს კარატიელი.

ბოლო ერთი კვირაა, ალტ-ინფოსთან დაკავშირებული კონსერვატიული მოძრაობის ოფისების გახსნას, მთელ საქართველოში, მათ შორის, კახეთშიც აპროტესტებენ.

12 მარტს საპროტესტო აქცია საგარეჯოში ჩაატარეს და მოძრაობას საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვეს.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში

მსგავსი პოსტები

Back to top button