მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ცდილობენ ლექსოს დისკრედიტაციას რომ პასუხისმგებლობა აიცილოს შსს-მ”-ნიკა სიმონიშვილი

გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე, შსს-ს მოქმედებებში პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ნიშნებს ხედავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი

საიას თავმჯდომარის თქმით, კითხვებს აჩენს ის გარემოება, რომ გარდაცვლილის ცხედარი ჯერ მოიტაცეს, შემდეგ კი რამდენიმე საათის განმავლობაში დამოუკიდებელ ექსპერტს არ უშვებდნენ.

„ცდილობენ ლექსოს დისკრედიტაციას ერთგვარად იმისათვის რომ პასუხისმგებლობა აიცილოს შსს-მ 5 ივლისის მოვლენებსა და ლექსოს გარდაცვალებას შორის. შსს-ს მოქმედებებში არის გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩენილი, კერძოდ, ლექსოს ცხედრის მოტაცების ფაქტთან დაკავშირებითაც. გაასვენეს და 3 საათზე მეტი არავის გქვონდა წვდომა და არ ვიცოდით რა შეიძლება მომხდარიყო ამ პერიოდის განმავლობაში”, – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

ტელეკომპანია პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს 15.00 საათზე დაკრაძალავენ
შეგახსენებეთ, რომ ოპერატორი ლექსო ლაშქარავას, 5 ივლისს, მოძალადე ჯგუფები “სირცხვილიას” ოფისში თავს დაეხნენ. მას მოტეხილი ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. 8 ივლისს სახლში გაწერეს, ხოლო 11 ივლისს, დილით, დედამ გარდაცვლილი იპოვა საკუთარ სახლში.

მსგავსი პოსტები

Back to top button