ცელია შაშიჩი და ლიონელ მესი ევროპაში უძლიერესნი არიან

27 აგვისტოს მონტე-კარლოში გამოვლინდნენ ევროპის 2014-2015 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები.
ქალთა შორის ეს წოდება მოიპოვა გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და “ფრანკფურტის” თავდამსხმელმა ცელია შაშიჩმა, ხოლო ვაჟთა შორის – „ბარსელონის“ არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ.
ამ უკანასკნელის გამარჯვება განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო: ჟიურის წევრი 54 სპორტული ჟურნალისტიდან, მესის ხმა მისცა 49-მ. მეორე ადგილზე გასულმა, ურუგვაელმა ლუის სუარესმა (ესპანეთის “ბარსელონა”) სამი ხმა მიიღო.
კონკურსის შარშანდელმა ლაურეატმა, მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ამჯერად მხოლოდ ორი ხმის მოგროვება შეძლო.