ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასაქართველოსიახლეები

წელს ტურიზმიდან საქართველომ 866 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

იანვარ-სექტემბრში საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 866 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ “ბიზნესრევიუს” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათი წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 161,862,751 აშშ დოლარს (ზრდა +933%), რაც 146,187,024 დოლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2019 წლის სექტემბერთან შედარებით კი კლება -156,770,174 დოლარს შეადგენს (კლება -49%)

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარი-სექტემბრის შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 865,654,831 დოლარს, რაც 366,579,535 მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +73%).

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი -1,717,184,741 დოლარით ნაკლებია (კლება -66%).

მსგავსი პოსტები

Back to top button