ბიზნესრევიუსიახლეები

ცელსიუსმა სეზონისთვის მზადება პარტნიორებთან შეხვედრებით დაიწყო

R

გათბობა-გაგრილების კომპანია “ცელსიუსი”, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოდგენილია ფილიალებით, ასევე გაშლილია ქსელებში თავისი ექსკლუზიური ბრენდების პროდუქციით სხვადასხვა ლოკაციაზე.

პროფესიონალ ადამიანთა გუნდი კი ქმნის ხარისხიან მომსახურებას და საგარანტიო პირობებს.

მომსახურე პერსონალი, რომელიც მომხმარებლის კომფორტზე ზრუნავს, ცელსიუსისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია.

სპეციალურად ამ ადამიანებისთვის, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თელავში, ცელსიუსის გუნდმა გამართა შეხვედრები: ჩაატარა პრეზენტაციები, გააცნო სიახლეები. მათგან მოისმინა პროფესიული რჩევები.

ყველა მოსული სტუმრისთვის თბილისსა თუ რეგიონებში, დამზადდა სპეციალური საჩუქრები, გათამაშდა ექსკლუზიური ბრენდების პროდუქცია. კერძოდ, „CHIQ” კონდიციონერები და იტალიური „ARISTON“ გათბობის ქვაბები.

ბოლო შეხვედრა შედგა თბილისელი პარტნიორებისთვის. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდა იტალიური ბრენდ „არისტონის“ წარმომადგენელი, რომელმაც ჩაატარა პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებისთვის. შეხვედერა საკმაოდ ინფორმაციული და საინტერესო გამოდგა. კიდევ ერთხელ პარტნიორებს გავუზიარეთ მიმდინარე სიახლეები და მომავლის გეგმები.

ბოლო შეხვედრაც ტრადიციულად საზეიმო ვახშმით დასრულდა, რომელმაც
გულგრილი არ დატოვა დამსწრე საზოგადოება.

კომპანია ცელსიუსისთვის მნიშვნელოვანია ყველა პარტნიორთან ურთიერთობის
გაღრმავება, ხარისხიანი მომსახურება და კმაყოფილი მომხმარებელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button