ცემის ფაქტი თურქეთის საბაჟო გამშვებ პუნქტზე

სარფის საბაჟოზე ხმაური იყო – ადგილობრივები თურქ მებაჟეებს ერთი პირის ცემაში ადანაშაულებენ.

ისინი ამბობენ, რომ 37 წლის როინ ლეონიძე ოჯახთან ერთად თურქეთში სამუშაოდ მიდიოდა, გამშვებ პუნქტზე თურქმა მებაჟემ მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი რამდენიმე მებაჟემ მასზე ფიზიკურად იძალადა.

სარფთან შეკრებილები ამბობდნენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ასეთი ფაქტები ხშირია თურქი მებაჟეების მხრიდან და ისინი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. ერთერთი თვითმხილველის განცხადებით, როინ ლეონიძე თურქეთში ქალაქ ხოფის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ტრაპზონში, თურქი მებაჟეების მიერ საქართველოს მოქალაქის ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ განმარტებას აკეთებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ტრაპზონში საქართველოს საკონსულოსთვის ცნობილია აღნიშნული ფაქტის შესახებ და მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ თურქულ მხარესთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით, დღეს, დილის 6 საათზე, საქართველოს მოქალაქემ ნასვამ მდგომარეობაში სიტყვიერი და ფიზიკური შეუაცხყოფა მიაყენა თურქ პოლიციელს. თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით, როგორც თურქი პოლიციელი, ასევე საქართველოს მოლაქე გაივლიან სამედიცინო შემოწმებას და შემდგომ დაიკითხენიან პროკურატურაში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს საკონსულო მაქსიმალურად არის ჩართული, რათა გამოძიების პროცესი წარიმართოს საქართველოს მოქალაქის უფლებების სრული დაცვით.

მსგავსი პოსტები

Back to top button