მნიშვნელოვანისიახლეები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლის პროცესი დაასრულა

არჩევნებზე სულ 3111 უბანი იყო გახსნილი - მარნეულის #69 უბანი, ბიულეტენების მასობრივი ჩაყრის კადრების გავრცელების შემდეგ გაუქმდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3110 უბნის მონაცემები გადათვალა – ხმების დათვლის პროცესი დასრულებულია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად 17:00 საათისთვის 3111 უბნიდან დათვლილია 3109 (99.936%) უბანი. რაც შეეხება დარჩენილ ორ უბანს, ცესკოს განმარტებით, მარნეულის ერთ უბანზე შედეგები გაუქმებულია, ხოლო დუშეთის ერთი უბნიდან ოქმი არაა მიღებული.

ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია:

3 „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ 3938 (0.19 %)

4 კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა 228821 (11.03 %)

5 „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ 210787 (10.161 %)

6 „ევროპელი დემოკრატები“ 7964 (0.384 %)

8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 50555 (2.437 %)

9 „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ 182839 (8.814 %)

10 საქართველოს ლეიბორისტული პარტია 15162 (0.731 %)

12 „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ 1853 (0.089 %)

16 „შეცვალე საქართველო“ 12518 (0.603 %)

17 „საქართველო“ 2776 (0.134 %)

20 თავისუფალი საქართველო 4143 (0.2 %)

21 ტრიბუნა 2487 (0.12 %)

23 „ჩვენ“ 2606 (0.126 %)

25 „გახარია საქართველოსთვის“ 161215 (7.771 %)

26 „მემარცხენე ალიანსი“ 1305 (0.063 %)

27 ქართველ ერთობა 4503 (0.217 %)

36 „გირჩი“ 62261 (3.001 %)

41 ქართული ოცნება 1118796 (53.93 %)

მსგავსი პოსტები

Back to top button