მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ცენზურის საფრთხედ” შეფასებული კანონპროექტი

პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გაირკვა, რომ მაუწყებლის შესახებ დაგეგმილი ცვლილებები, რაც კომისიის აქტების შეჩერების შესაძლებლობის აკრძალვას ეხება, აღარ განხორციელდება და ამ მუხლს კანონპროექტიდან გაიწვევენ. ამის შესახებ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა განაცხდა. მისი თქმით, ეს ცვლილება ოფიციალურად ჯერ კანონპროექტში ასახული არ არის.

კახა ბექაურის განმარტებით, ელექტრონული კომუნიკაციების კანონში დაგეგმილი ცვლილებები მაუწყებლებს არ ეხება და ეს არის სპეკულაცია.

„ყოველგვარი სპეკულაცია, რომლიც ამ კუთხით ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მოვისმინე, რომ თითქოს მაუწყებლობის კანონს ეხება, სრული სიცრუეა და არანაირად შეხებაში ეს ცვლილებები მათთან არ არის. თუ ჩვენ ამას დავაზუსტებთ კონცენტრაციის საკითხებზე და მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორებისთვის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისათვის ვკონცერტრირდებით, წარმოდგენილი კანონპროექტი საერთოდ გაწევს ბაზრის მოთამაშეებს, ვინც არ არის მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორი.

“რაც შეეხება მაუწყებლობის იმ ნაწილს, რომელიც თანმდევი იყო და ასოცირების ხელშეკრულებით არის, ჩვენ უბრალოდ, არსიდან გამომდინარე ამას არც ვაკავშირებდით ძირითად ცვლილებებს. ამიტომ, პირველივე კომუნიკაციისას, ჩვენ ეს ჩავხსენით და მოხსნილია. დღეს კი არის პროექტში, მაგრამ შეთანხმებული ვართ, რომ უკვე ჩაიხსნება.” – განაცხდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა.

მოისმინეთ კახა ბექაურის ხმა.

კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დღეს პარლამენტთან მესამე სექტორისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადებაც გააკეთეს.

“სამწუხაროდ, წარმოდგენილი ცვლილებები აკანონებს ცენზურას, უსაფუძვლოდ ლახავს საკუთრების უფლებას და სასამართლოს გზით უფლების თავისუფალ რეალიზაციას. მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია არჩევნებამდე 4 თვით ადრე ამგვარი კანონპროექტების ინიცირება”. – ამბობს “მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი.

მოისმინეთ თამთა მურადაშვილის ხმა.

ბექაურის მოთხოვნის უკან ოპოზიცია ივანიშვილს ხედავს და ამ ინიციატივას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

“ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ვერც ინვესტორებზე ვეღარ ვიფიქრებთ ამ კონკრეტულ სფეროში. სფეროში მოქმედ ავტორიზებულ პირებს შეექმნებათ ბევრი პრობლემა და სახელმწიფო ხელში ჩაიგდებს გაუმართლებელ ბერკეტს დროებითი მმართველის მეშვეობით.” – ამბობს “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე.

მოისმინეთ სერგი კაპანაძის ხმა.

შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა – შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით. კანონში შესატანი ცვლილებები მარეგულირებელ კომისიას იმ შემთხვევაში მისცემს მმართველის დანიშვნის უფლებას, თუკი დაკისრებული ჯარიმების მიუხედავად, ორგანიზაცია ვერ აღასრულებს გადაწყვეტილებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button