წესების გარეშე ბრძოლაში ამერიკელი ბებიის დებიუტი შედგა [Photo/video]

68 წლის ამერიკელმა, ენ პერესმა სახელი იმით გაითქვა, რომ წესების გარეშე ბრძოლაში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. საქმე Sparta Combat League-ის შერეული ორთაბრძოლების ტურნირს ეხება, რომელიც კოლორადოში ტარდება.

ასპარეზობის წინ პერესმა განაცხადა, რომ მაყურებელს ლამაზ ბრძოლას აჩვენებს.

“ყველას დავუმტკიცებ, რომ რინგზე ასაკს მნიშვნელობა არ აქვს”, – დასძინა პერესმა.

პენსიონერი ქალბატონი აღნიშნული ასპარეზობის წინ ჯიუ-ჯიცუსა და ტაილანდურ ბოქსში ვარჯიშობდა, მაგრამ ამან ვერ უშველა. ორთაბრძოლა სულ 2 წუთი გაგრძელდა. პერესი მძიმე ტრავმებისგან მსაჯმა იხსნა. მან ასპარეზობა შეაჩერა და ტექნიკური ნოკაუტი გამოაცხადა. აქტიურ ბებიას მეტოქეობას მასზე სამჯერ უფრო ახალგაზრდა გოგონა უწევდა.

აღსანიშნავია, რომ 68 წლის პერესი წესების გარეშე ბრძოლების არსებობის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მონაწილე გახდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”30213″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button