მნიშვნელოვანისაქართველო

ცესკო: 1276 უბნის წინასწარი შედეგი ცნობილია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდის მიხედვით (02:29 სთ) 1276 უბნის წინასწარი შედეგები ცნობილია, რომლის მიხედვით:

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ხმათა 10.37% მიიღო, “გაერთიანებული ოპოზიციის” პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 35,52 % ; ხოლო დამოუკიდებელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნება” უჭერდა მხარს ხმათა – 41,63 %.

სულ 3 703 საარჩევნო უბანია. მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი.

კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თქმით, ოქმები მუშავდება და პერიოდულად გამოქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე 

მსგავსი პოსტები

Back to top button