მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ოპოზიციის ლიდერები კარლ ჰარცელთან შეხვედრებს მართავენ

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური კონსულტაციები გრძელდება.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, ევროკავშირის ელჩთან ვიზიტი გულისხმობს არა ოპოზიციის მხრიდან რაიმე დათმობაზე წასვლას, არამედ კიდევ ერთხელ საერთო პოზიციის დადასტურებას. კერძოდ იმას, რომ არჩევნები გაყალბდა და აუცილებელია ხელახალი არჩევნების ჩატარება

“ელჩებს ჩვენ ვხვდებით არა იმიტომ, რომ დათმობაზე წაგვიყვანოს ვინმემ, ამას არც იკადრებს არცერთი ელჩი და რა თქმა უნდა, ჩვენც ქვეყნის ინტერესებისა და ხალხის დავალების მიხედვით ვხელმძღვანელობთ… მთავრობა არ შეიძლება ივანიშვილმა შეადგინოს, ვინაიდან ის უარს აცადებს დაემორჩილოს ხალხის ნებას, ოპოზიციამ გამოაცხადა პარლამენტში არ შესვლა, რაც პარლამენტის დაშლას ნიშნავს. თუ ვინმე შეეცდება ამ უკანონო ორგანოს შეკრებას და მის ამუშავებას, შედეგები იქნება ძალიან მძიმე მისთვის”, – თქვა შალვა ნათელაშვილმა.

ევროკავშირის ელჩთან, კარ ჰარცელთან შეხვედრას ამ წუთებში “ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აგრძელებს.

მოვისმინოთ შალვა ნატელაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button