მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ჯარმა ოკუპანტების ცოცხალი ძალის დისლოკაციის ადგილებს 8 დარტყმა მიაყენა

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დისლოკაციის ადგილებს 8 დარტყმა მიაყენა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა, ერთ დღეში, მტრის კუთვნილი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 6 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.

გარდა ამისა, გენერალური შტაბის ანგარიშში საუბარია უკრაინელი არტილერისტების წარმატებებზე.

„სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მართვის 2 პუნქტს, პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის თავშეყრის 3 ტერიტორიას, საბრძოლო მასალის 4 საწყობს, 10 საარტილერიო ქვედანაყოფს და მტრის კიდევ 3 მნიშვნელოვან სამიზნეს დაარტყეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, გენერალური შტაბის ანგარიშში საუბარია უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე.

„ოკუპანტებმა, გასული დღის განმავლობაში, ზაპოროჟიეს ოლქში სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ S-300 ტიპის 6 მართვადი რაკეტა გამოიყენეს. გარდა ამისა, მტერმა განახორციელა 33 საჰაერო დარტყმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 45-ზე მეტჯერ გახსნა“, – აცხადებენ გენშტაბში.
უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 225 580 ჯარისკაცი დაკარგა. გასული 24 საათის განმავლობაში, უწყების ცნობით, ლიკვიდირებულია 950 სამხედრო. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 26 ივნისამდე პერიოდს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 4031
ჯავშანტექნიკა – 7820
საარტილერიო სისტემა – 4055
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 624
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 385
თვითმფრინავი – 314
ვერტმფრენი – 308
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3482
ფრთოსანი რაკეტა – 1259
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6751
სპეცტექნიკა – 557
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button