ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 825 054-მა ამომრჩეველმა.

საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა კი, ასეთია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 477 053 ხმა, “დავით თარხან -მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” 88 097 ხმა, “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” 856 638 ხმა. “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის წევრად აირჩიეს 115 დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობიდან” – 27, “პატრიოტთა ალიანსიდან” – 6, “თოფაძე მრეწველებიდან” – ერთი და საინიციატივო ჯგუფიდან – ერთი დეპუტატი.

შემაჯამებელი ოქმი “საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნების შემდეგ ოფიციალურად ძალაში შესულად ჩაითვლება. ამის შემდეგ პრეზიდენტი უკვე უფლებამოსილია, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი გამოაცხადოს.

კანონის თანახმად, პრეზიდენტმა პირველი სხდომა არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 20 დღის ვადაში, ცესკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, უნდა მოიწვიოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button