მნიშვნელოვანისიახლეები

ცესკო-ს პრეს სპიკერის განცხადებით, ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში 133 საჩივარია შესული

მარნეულის 69-ე საარჩევნო უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა

ცესკო-ს პრეს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში 133 საჩივარია შესული.

მისი განმარტებით, ცესკო კანონის შესაბამისად შეისწავლის საჩივრებს და მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

“ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 133 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფარულობის დარღვევა, მარკირების წესის დარღვევა, საჩივარი უბნის გარეთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აგიტაცია, უბნიდან გაძევება, დამკვირვებლის, წარმომადგენლის უფლებების დარღვევა, საარჩევნო აგიტაცია, კანონმდებლობის დარღვევა. საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლის აღნიშნულ საჩივრებს და იქნება შესაბამისი რეაგირება ჩვენის მხრიდან”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მარნეულის 69-ე საარჩევნო უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დეტალები, თუ რომელი სუბიექტის წარმომადგენელი იყო პირი, რომელმაც საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა, მოგვიანებით გახდება ცნობილი

„მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია მარნეულში ადგილზე იყო გასული და შეისწავლა ფაქტი. 69-ე უბანზე შეწყდა საარჩევნო პროცესი. საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვია სხდომა და აღნიშნული უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი. რაც შეეხება დეტალებს, ჩვენ როგორც სოციალური ქსელებიდან გვაქვს ინფორმაცია და ვიდეოში ვნახეთ, აღნიშნულ პირს საარჩევნო უბანზე ეკეთა წარმომადგენლის მოწმობა. უფრო მეტ დეტალებს, თუ რომელი სუბიექტის წარმომადგენელი იყო, მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას“, – აღნიშნა იოსელიანმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება 164-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button