ცესკო-ს სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა
ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.
მიქელაძე მხარეებს არჩევნებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას.
ცესკო-ს პრესსპიკერმა მათ შეახსენა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, დღეს მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია.
30 ოქტომბერს ასევე აკრძალულია ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. კანონით ასევე იკრძალება 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
მისი ინფორმაციით, 07:00 საათიდან 00:00 საათამდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი, რომლის ნომერია 2 51 00 51, ასევე იმუშავებს ონლაინ ოპერატორი.
„მოქალაქეებს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ, ასევე მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.