მსოფლიოსიახლეები

ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თავისი მთავარი კონკურენტები დაასახელა

აშშ-ს პრეზიტენტმა დონალდ ტრამპმა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი მთავარი მოწინააღმდეგეები დაასახელა. მან
სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის, ერთმანეთს ყოფილი სენატორი ჯო ბაიდენი და სენატორი ბერნი სანდერსი დაუპირისპირდებიან. ტრამპმა აღნიშნა, რომ ის, მოუთმენლად ელის, ნებისმიერ მათგანთან კონკურენციას. მან ოპონენტებს მეტსახელებიც შეარქვა და სანდერსი ,,შეშლილად” მოიხსენია, ბაიდენს კი ,,მძინარე” უწოდა.


ჯო ბაიდენი 2009-2017 წლებში იკავებდა ვიცე-პრეზიდენტის პოსტს. ბერნი სანდერსი კი, მოქმედი სენატორია. დემოკრატიული პარტიის კანდიდატთა სიაში, ასევე სახელდებიან სენატორები: ელიზაბეტ უორენი, კორი ბუკერი, ემი კლობუჩარი, კირსტენ გილიბრენდი და კამალა ჰარისი.

მსგავსი პოსტები

Back to top button