მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე 2 კანდიდატია წარდგენილი

ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე კომისიამ 2 კანდიდატი შეარჩია. 11-კაციანი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკოს თავმჯდომარის პოსტს გიორგი კალანდარიშვილი ან გიორგი სანტურიანი დაიკავებს. წევრობის კანდიდატები არიან: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარ სართანია.

შედეგით უკმაყოფილებას არ მალავენ არასათვრობოები. მათი შეფასებით პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი ისეთი კანდიდატი წარედგინა, რომლებიც ვერ სარგებლობენ მაღალი საზოგადოებრივი ნდობით.

“პირადად მე ვფიქრობ, რომ ამ ორ კანდიდატს საზოგადოებაში არ ექნება მაღალი სანდოობა ბევრი მიზეზის გამო. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული. მე და ჩემმა კოლეგებმა სამოქალაქო სექტორიდან განსხვავებული პოზიციები დავწერეთ. ვფიქრობ, ან გამოიყენეს ძალიან დაბალი სტანდარტი, ან იყო შეთანხმებული მოქმედება”. – ამბობს საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა კომისიის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და პარლამენტს წარუდგინოს 2 კანდიდატურა თითო ვაკანტურ პოსტზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც თამარ ჟვანიამ 30 ივნისს თანამდებობა დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button