მნიშვნელოვანისიახლეები

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის წესი შეიცვალა

ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცეს

პარლამენტის მიერ ცესკო-ს წევრებისა და ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალა.

მმართველი უმრავლესობის მიერ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 82-ხმით, ერთხმად – მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევისთვის განსაზღვრული იქნება ორი კენჭისყრა.

კერძოდ, პირველ შემთხვევაში, საკადრო ცვლილების მისაღებად 100 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მიღება პირველ კენჭისყრაზე ვერ იქნება, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

სადაც გადაწყვეტილების მიღება 76 დეპუტატს შეეძლება, თუმცა ამ შემთხვევაში,

ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ისევ ექვსი თვით მოხდება, რაც დღეს მოქმედი კანონით არის გათვალისწინებული.

ახალი ცვლილებების შედეგად, შემცირდა გადაწყვეტილების მიღების ვადები, რადგან საკადრო ცვლილებების მიღებისთვის სამი კენჭისყრა იყო გათვალისწინებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button