მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ცესკოს წინასწარი მონაცემებით ხმების 100 % დათვილია

საქართველოს 15 თვითმმართველ თემში მერის არჩევნების შედეგების 100%-ია დათვლილი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა:

მარტვილი

თეიმურაზ ჯანაშია – ნაციონალური მოძრაობა – 48.15%

თორნიკე ჯანაშია – ქართული ოცნება – 51.84%

ხაშური

იოსებ ბუაძე – ნაციონალური მოძრაობა – 40.91%
თენგიზ ჩიტიაშვილი – ქართული ოცნება – 59.08%

ბაღდათი

გიორგი რობაქიძე – ნაციონალური მოძრაობა – 39.30%
კახა ენუქიძე – ქართული ოცნება – 60.69%.

თელავი

გიორგი ბოტკოველი – ნაციონალური მოძრაობა – 43.10%
ლევან ანდრიაშვილი – ქართული ოცნება – 56.89%

ცაგერი

ბესარიონი ბენდელიანი – ნაციონალური მოძრაობა – 37.12%
გიორგი ნემსაძე – ქართული ოცნება – 62.87%.

წყალტუბო

ზაზა მეტრეველი – ნაციონალური მოძრაობა – 42.83%
გენადი ბალანჩივაძე – ქართული ოცნება – 57.16%

ხელვაჩაური

მიშა ბოლქვაძე – ნაციონალური მოძრაობა – 44.99%
ზაზა დიასამიძე – ქართული ოცნება – 55%.

ხობი

ბესიკი შენგელია – ნაციონალური მოძრაობა – 43.22%
დავით ბუკია – ქართული ოცნება – 56.78%.

ზუგდიდი

ანზორ მელია – ნაციონალური მოძრაობა – 48.36%
მამუკა წოწერია – ქართული ოცნება – 51.63%

ქარელი

ნიკოლოზ ახალკაცი – ნაციონალური მოძრაობა – 43.26%
ზაზა გულიაშვილი – ქართული ოცნება – 56.73%.

ჩხოროწყუ

ბადრი ქარჩავა – ნაციონალური მოძრაობა – 49.11%
დათო გოგუა – ქართული ოცნება – 50.88%

თიანეთი

თამარ მეჭიაური – თამარ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის – 45.17%
ლევან წიკლაური – ქართული ოცნება – 54.82%.

ოზურგეთი

კონსტანტინე შარაშენიძე – დამოუკიდებელი – 44.59%
ავთანდილ თალაკვაძე – ქართული ოცნება – 55.40%.

სენაკი

კობა ნაყოფია – ნაციონალური მოძრაობა – 46.92%

ვახტანგ გადელია – ქართული ოცნება – 53.07%

წალენჯიხა

გიორგი ხარჩილავა – ნაციონალური მოძრაობა – 51.10%

გოგა გულორდავა – ქართული ოცნება – 48.90%

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.

თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად – 50%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო საჭირო.

მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, სამ მუნიციპალიტეტში კი, მმართველი პარტიის კანდიდატებს გიორგი გახარიასა და თამაზ მეჭიაურის პარტიების, ხოლო ერთში დამოუკიდებელი კანდიდატი დაუპირისპირდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button