მნიშვნელოვანირეგიონი

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიდში ერთი პირი დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 43 წლის ვ.ჯ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 42 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გარდა, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს თბილისში, კახეთსა და ქვემო ქართლში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია 7 პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button