ცეზარ ჩოჩელი ხვალ ბრიფინგს გამართვს
ხვალ, 1 ნოემბერს, 11:00 სთ – ზე, ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ ადმინისტრაციულ შენობაში, ცეზარ ჩოჩელი არჩევნების მეორე ტურის შედეგებთნ დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
ჩოჩელი ჟურნალისტებთან არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას გეგმავს.
შედეგების თანახმად, მცხეთის #37-ე მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნების “ კანდიდატი მცირედით ლიდერობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ,,ქართული ოცნების“კანდიდატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ხმების 50.11% მოაგროვა, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა ცეზარ ჩოჩელმა-49.89% მიიღო.