წიაღით უკანონო სარგებლობის ფაქტი ლაგოდეხში

წიაღით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა.
როგორც რადიო “ჰერეთს” უწყებიდან აცნობეს, ერთ-ერთმა შპს-მ შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ინერტული მასალა მოიპოვა, რის გამოც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმი.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.