“წიგნი და მუსიკა” – ფესტივალი თელავში

თელავში საზაფხულო ფესტივალი “წიგნი და მუსიკა” გაიმართა.

ღონისძიება თეატრის ფოიეში მიმდინარეობდა, სადაც რამდენიმე გამომცემლობა იყო წარმოდგენილი.

დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა მიეცა, სასურველი წიგნები ფასდაკლებით შეეძინა, შეხვედროდა ქართველ პოეტებს და მოესმინა მუსიკალური ჯგუფებისთვის.

ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი ტრადიციული გახდება და მას სხვა რეგიონებიც უმასპინძლებენ. ღონისძიების მხარდამჭერი სახელმწიფო დრამატული თეატრი და თელავის მერია არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button