საქართველოსიახლეები

“ციხეში ყველა მღვდელი პატრიარქის თამადობით”

საყოველთაო პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, შესაძლოა, საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებში რადიკალური ქმედებების მიზეზი გახდეს. ყოფილი სასულიერო პირი ბასილ კობახიძე სახალხო სადამსჯელო რაზმების შექმნის ინიციატივით გამოდის. შესაბამისი მოწოდების ტექსტი მან ფეისბუქში გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“თუ მღვდლები გვხოცავენ, და სახელმწიფო არ გვიცავს, უნდა შეიქმნას სახალხო რაზმები. როდესაც მღვდლები გვხოცავენ, და არ იცავს ხელისუფლება ჩვენს სიცოცხლეს, მაშინ ცხვრები ვართ, ასე გამოდის. ასე ცხვრებივით ვუყუროთ როგორ გვანადგურებენ? ასე არ იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები, ნორმალური საზოგადოება არ იქცევა ასე. უნდა შეიქმნას სახალხო რაზმები, რომ დავიცვათ თავი. ამ რაზმებმა უნდა დაკეტონ ეკლესიები, დააპატიმრონ ეს მღვდლები, პატრულირება უნდა მოახდინონ ქუჩებში. პოლიცია, მგონი დაეხმარება. ჩვენი პოლიცია არ არის ბოლომდე გადარეული.” – აცხადებს ბასილ კობახიძე.

კობახიძე ასევე, ყველა მღვდლის დაპატიმრებას მოითხოვს. მისი აზრით, ე.წ. “სახალხო რაზმები” “შეტევაზე უნდა გადავიდნენ” და მთავრობაზე ზეწოლა უნდა მოახდინონ, რათა “ერი გადარჩეს”.

“ახლა საჭიროა სასტიკი კარანტინი. ძალიან ცდებიან ის ეპიდემიოლოგები, რომლებიც მარტო რეკომენდაციებს იძლევიან და ვიშვიშებენ. ახლა შეტევაზე გადასვლაა საჭირო. სახალხო რაზმებმა უნდა დაამყარონ წესრიგი, რადგან სახელმწიფო არ ამყარებს. მამაკაცებმა, ახალგაზრდებმა თუ ძველგაზრდებმა უნდა აიღონ ეს თავის თავზე, რომ გადარჩეს ერი. პოლიციასთან ერთად, მღვდლები ყველანი უნდა დააპატიმრონ, დაკეტონ ეკლესიები, თავშეყრის ადგილები, ციხეში ყველა მღვდელი პატრიარქის თამადობით. უნდა აიძულონ მთავრობა, რომ შეასრულოს თავისი მოვალეობა.” – წერს ბასილ კობახიძე.

რადიკალურ მოწოდებებთან დაკავშირებით, ხელისუფლების პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button