ციხისძირიდან გურიის პარკში 6 ხეს გადარგავენ

ციხისძირიდან შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად კიდევ 6 ხეა მომზადებული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეები თავად ყოფილმა პრემიერმა დაათვალიერა და დაადასტურა, რომ მათ გადატანას გეგმავს.

შერჩეული ხეები უკვე შემოსაზღვრულია სპეციალური ლენტებით, ადგილზე მუშაობს ტექნიკა.

გადატანის სამუშაოებს კომპანია “ზიმო 7” აწარმოებს. ხეების გადატანას ისევ აპროტესტებს ნაციონალური მოძრაობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button