მსოფლიოსიახლეები

ციმბირში ბატუტის ამოტრიალებისას 6 ბავშვი დაშავდა

რუსეთში, ციმბირის რეგიონში ქალაქ ულან-უდეში, ძლიერი ქარის შედეგად, 
სავაჭრო ცენტრთან განთავსებული გასაბერი ბატუტი ამოტრიალდა. შედეგად, ექვსი ბავშვი დაშავდა, ისინი ჰოსპიტალიზებული არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი მათგანი რეანიმაციაშია, რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა ასაკი 2-დან 7 წლამდეა.

მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button