მნიშვნელოვანისიახლეები

წინა ხელისუფლების დროს პროგრამიდან ამოღებული ქართული ენა, უმაღლეს სასწავლებლებში ოცნებამ დააბრუნა

გადაწყვეტილება, რომელზეც სტუდენტები საუბრობენ უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის პროგრამის დაბრუნებას გულისხმობს. ცვლილება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, საბაკალავრო საფეხურს შეეხება სავალდებულო საგანს კი ყველა ფაკულტეტზე გაივლიან.

საკანონმდებლო წინადადება ენათმეცნიერებს ეკუთვნით. ნანა მაჭავარიანი და გიორგი გოგოლაშვილი 2005 წელს გაუქმებული საგნის აღდგენაზე მრავალი წელი მუშაობდნენ.

საგანი, რომელიც პროგრამიდან წინა ხელისუფლების დროს ამოიღეს, უმაღლეს სასწავლებლებში პირველი ოქტომბრიდან დაბრუნდება. წინადადებას საკომიტეტო განხილვაზე კანონმდებლებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. გივი მიქანაძის განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში, ქართული ენის წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანია მიმდინარეობდა, ახალი ინიციატივა კი ქართული ენის და ლიტერატურის სრულფასოვანი შესწავლის საშუალებას იძლევა.

დაინიცირდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან ყველა უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატზე აღდგება და სავალდებულო იქნება ქართული ენის სწავლება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, 2005 წელს მაშინდელი განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობის ზეპირსიტყვიერი მითითებით, უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო პროგრამიდან მიზანმიმართულად ამოიღეს ქართული ენის, როგორც სავალდებულო საგნის სწავლება.

„იმ პერიოდში გაუქმდა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის შესაბამისი კომისია, პარლამენტში გაუქმდა ქართული ენის ქვეკომიტეტი, გაუქმდა ენის პალატა, საჯარო სკოლებში შემცირდა ქართული ენის სწავლების საათები, ხოლო ბაკალავრიატზე მთლიანად ამოიღეს სავალდებულო პროგრამიდან ქართული ენის სწავლება. კომიტეტი უახლოეს დღეებში დააინიცირებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც საქართველოში შესაბამის კანონებში შევა ცვლილებები. 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან ყველა უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატზე აღდგება და სავალდებულო იქნება ქართული ენის სწავლება“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
საკომიტეტო განხილვის შემდეგ პარლამენტში შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი მომზადდება. კანონპროექტი სამივე მოსმენით საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დამტკიცდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button