“წინანდალში ქმარმა ახალგაზრდა ცოლი თოფით მოკლა”

თელავში, სოფელ წინანდალში ქმარმა ახალგაზრდა ცოლი თოფით მოკლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 33 წლის ქალს სასიკვდილო ჭრილობა ქმარმა თავის არეში მიაყენა. დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა, რასაც ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

1984 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელიც მკვლლეობაშია ეჭვმიტანილი თელავის საავადმყოფოში, ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

შსს-ს ინფორმაციით მამაკაცს ცოტა ხნის წინ შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და მას ყოფილ მეუღლესთან მიკარება ეკრძალებოდა, თუმცა ის ბრძანებას არ დაემორჩილა. გარდა ამისა ის დაკავებული იყო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით და სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button