მნიშვნელოვანირეგიონი

წინანდალში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობს

წინანდალში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობს.

ჭავჭავაძეების ისტორიული მამული, მსოფლიო დონის კლასიკური მუსიკის ვარსკვლავებს, მეექვსედ მასპინძლობს.

ფესტივალის ფარგლებში დაფუძნებული, პანკავკასიური ორკესტრი, 7 ქვეყნის 80 მდე ახალგაზრდა მუსიკოსით არის დაკომპლექტებული.

წელს, წინანდალში, 17 კონცერტი გაიმართება.

მეექვსე სეზონი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით, ჯუზეპე ვერდის რექვიემით გაიხსნა.

ფესტივალის დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის განმარტებით, ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება.

„მოხარული ვარ რომ ისტორია გრძელდება. მაისში წინანდალმა „ევროპაკონცერტს“ უმასპინძლა და დღეს წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი იხსნება. მაესტრო ნოზედას, ავი შოშანის, მარტინ ენგსტრომის ხელმძღვანელობით წელს განსაკუთრებული ვარსკვლავთცვენაა და მათთან ერთად სცენაზე, რა თქმა უნდა, ვიხილავთ პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს. წინანდალში, კახეთში, ისევ
გაჟღერდება უკვდავი გენიალური მუსიკა, როგორც მშვიდობის და ერთიანობის გზავნილი. წინანდალი საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია და ვიმედოვნებ, რომ დროის განმავლობაში, ის სულ უფრო მეტ მეგობარსა და მხარდამჭერს შეიძენს”- განაცხადა რამიშვილმა.

წინანდლის ფესტივალის მე-6 სეზონი 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალს ცნობილი ქართველი მევიოლინე, ლიზა ბათიაშვილი პანკავკასიურ ორკესტრთან ერთად დახურავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button