წინანდალში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ფოცხვერაშვილების საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა.

წინასწარი ინფორმაციით, განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი. ხანძრის დროს ოთხსულიანი ოჯახის ყველა წევრი სახლში იმყოფებოდა. არავინ დაშავებულა.

ცეცხლის ჩაქრობას თელავის სახანძრო-სამაშველო სამსახური 2 საათი ცდილობდა.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ბუხრის საკვამურს გაუჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დახმარებას დაპირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button