მნიშვნელოვანირეგიონი

წინანდლის ისტორიულ მამულში, კახეთის სკოლების ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს

წინანდლის ისტორიულ მამულში, კახეთის სკოლების ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციტივით, რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის, ახალგაზრდებს წამახალისებელი თანხაც გადაეცათ.

ოქროსმედალოსანმა კურსდამთავრებულებმა 500, ხოლო ვერცხლისმედალოსნებმა 400 ლარიანი ჯილდოები მიიღეს.

თელავის მეოთხე საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულის მარიამ არსენაშვილის განმარტებით, წარჩინებულების დაჯილდოება სხვებისთვისაც სტიმულია.

” ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შრომა დამიფასდა და აქ მომიწვიეს. ეს სტიმულია სხვებისთვისაც, რომ წარმატებას მიაღწიონ. მე წელს, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩავირიცხე და ეს ემოცია, რომ კარგად სწავლა დაფასებულია, ბუნებრივია, იქაც გამყვება”- განაცხადა არსენაშვილმა.

კახეთის რვა მუნიციპლიტეტიდან, დაჯილდოების ცერემონიალს,საჯარო სკოლების 300- მდე ოქროს და ვერცხლისმედალოსანი კურსდამთავრებული ესწრებოდა.

დაჯილდოება სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის, ტრადიციული გახდება და ის, ყოველწლიურად ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button