წინანდლის პრემიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ [Photo+Audio]

ზურაბ ჟვანიას სახელობის “წინანდლის პრემიის” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა ყვარელში.

წინანდლის პრემიის გამარჯვებული პროზაში სალომე ბენიძე გახდა, პოეზიაში პრემია კი ლია ლიქოკელს გადაეცა. წინანდლის პრემია მუსიკაში გიორგი ცაგარელმა მიიღო. სპეციალური პრიზი კი განსაკუთრებული მიღწევისთვის ახალგაზრდა მუსიკოს ბექა გოჩიაშვილს გადაეცა.

კონკურსში მონაწილე ყველა ნომინანტს გადაეცა სიგელი. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზებით და 5 000 ლარიანი პრემიით.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო. წინანდლის პრემია 1999 წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ინიციატივით დაარსდა და მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეცნიერებისა და შემოქმედების წახალისებასა და თანამედროვე ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარდგენას.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”27008″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button