წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი იწყება [Audio]

ორშაბათიდან, 19 ივნისიდან საქართველოში წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი იწყება. სულ მედიამონიტორინგისათვის შერჩეულია 60 მედია საშუალება – სამაუწყებლო, ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემის სახით. მიმდინარე წლის ნოემბრამდე დაკვირვების ქვეშ იქნება 14 რადიოსადგური, 14 ტელეკომპანია, 12 ბეჭდური გამოცემა და 20 ონლაინ მედია.

მედია საშულებების მუშაობას დააკვირდებიან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს – საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი. დაკვირვებისას, გარკვეული შუალედებით, ანგარიშები მომზადდება, რომელიც ინტერნეტში განთავსების გარდა, სხვადასხვა მედიასაშუალებასაც მიეწოდება. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით

პროექტის პრეზენტაციას დაესწრო სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე. მოუსმიენთ ხმას ►

MEDIA_1

მსგავსი პოსტები

Back to top button