მსოფლიოსიახლეები

ორშაბათის მონაცემებით, ჰონგ-კონგში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა

ორშაბათის მონაცემებით, ჰონგ-კონგში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მსგავსი ფაქტი ჰონგ-კონგში 5 მარტის შემდეგ პირველად მოხდა.

ორშაბათის მდგომარეობით, ჰონგ-კონგში კორონავირუსის 1 025 შემთხვევა დასტურდება, მათ შორის დაღუპულია 4. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის წარმომადგენლები მოუწოდებენ ხალხს, რომ გააგრძელონ შეზღუდვები და დაიცვან სოციალური დისტანცირება, თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს.

“იმის გავითვალისწინებით, რომ კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობა კვლავ მძიმეა და მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა მუდმივად იმატებს, ხალხს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ჰონგ-კონგის გარეთ მოგზაურობისგან”, — განაცხადეს ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში.

მსგავსი პოსტები

Back to top button