წინასწარი ინფომაციით, კახეთში ორი ძმა დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, წინასწარი ინფომაციით, ორი ძმა დაჭრეს.

ჭრილობები დაზარალებულებს გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ორივე დაჭრილი გურჯაანის საავადმყოფოშია მოთავსებული.

ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრამდე ძმებს ურთიერთშელაპარაკება თანასოფლელთან მოუვიდათ, რის შემდეგაც დაპირისპირება სოფლის სასაფლაოზე გაგრძელდა.

სამართალდამცავებმა დაჭრაში ბრალდებული, 22 წლის მამაკაცი უკვე დააკავეს. გამოძიება 117-ე და 120-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button