წინასწარი ინფორმაციით, ლაგოდეხში პოლიციელმა მოქალაქეს ესროლა
წინასწარი ინფორმაციით, ლაგოდეხში პოლიციელმა მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მოქალაქე დაიჭრა ის საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმის თქმით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. რა გადხა დაჭრის ოფიციალური მიზეზი ამ დოისთვის უცნობია. პოლიციელი შს სამინისტროს ლაგოდეხის სამმართველოში რიგით თანამშრომლად მუშობდა. როგორც სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთს“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პოლიციელი სამსახურიდან გათავისუფლებულია, თუმცა უცნობია დაკავებულია თუ არა. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს.