წინასწარი ინფორმაციით ლაგოდეხში მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია [Audio]

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ მიწისძვრას ნგრევა ან რაიმე სახის ზიანი არ გამოუწვევია.

როგორც რადიო “ჰერეთს” სოფელ ხეჩილში გამგებლის წარმომადგენელმა ნუგზარ ბარბაქაძემ განუცხადა, “ის ადგილობრივ მოსახლეობას უკვე ესაუბრა და მათგან ზიანის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია”.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხიდან ჩრდილო-დასავლეთით 18 კმ.-ში, სოფელ ზემო ხეჩილიდან 8 კმ-ში იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button