წინასწარი ინფორმაციით, ოზურგეთში დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთში თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ გაიმარჯვა. მან ქართული ოცნების კანდიდატს ბეგრალ სიორიძეს 84 ხმით მოუგო. ცესკოს მონაცემებით შარაშენიძეს 50.11% აქვს, ხოლო სიორიძეს 49.89%. კონსტანტინე შარაშენიძემ მხარდამჭერებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

Capture
ცესკოს წინასწარი მონაცემები

12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში გაიმართა. მეორე ტური ჩატარდა: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 33.24%-მა მიიღო.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button