წინასწარი ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა

“თელავში, 40 წლამდე მამაკაცმა, სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლი დანით დაჭრა”, – ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

გამოცემით ცნობით, 26 წლამდე ქალს მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ოპერაცია  ჩაუტარდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, სამართალდამცავებმა მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების თქმით, გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

გამოყენებულია გიორგი ბეჟანიშვილის ფოტო

მსგავსი პოსტები

Back to top button